დაბალბიუჯეტია ავიაკომპანია “რაინეართან” ოფიციალური ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. როგორც სპეციალურ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, იგეგმება 12 მიმართულებით ფრენა ევროპის ქალაქებში. 

აქედან 3 მიმართულებით ფრენა უკვე გადაწყვეტილია – ესენია: მილანი, მარსელი და ბოლონია. დღეს ხელშეკრულების გაფორმების პროცესში გამოითქვა სურვილი, რომ წელვსე მეოთხე მიმართულებითაც დაიწყოს ფრენა.

“გვაქვს პერსპექტივა, რომ წელს, სამის ნაცვლად 4 ახალი მიმართულებით იფრინოს რაინეარმა საქართველოდან” – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა თუმცა, როდის დაზუსტდება მეოთხე ქალაქი უცნობია.

რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ბრაიენმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგისას, განაცხადა, რომ უცნობი 9 მიმართულებიდან, რომელიც საქართველოს აეროპორტებს მომავალ წელს დაემატება ერთ – ერთი გერმანიის ქალაქი კელნიც იქნება.

ფრენები შესრულდება როგორც თბილისის ასევე ქუთაისის აეროპორტებიდან.

ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ ამ კომპანიის შემოსვლა საქართველოში, ევროპიდან ტურისტების ნაკადს გაზრდის, ხოლო ქართველებს შესაძლებლობას მისცემს ხელმისაწვდომ ფასად შეძლონ გადაადგილება სასურველი მიმართულებებით.

პირველ ეტაპზე Ryanair თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით მილანში იფრენს, ხოლო ქუთაისისდავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს რეისებს. 

ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია RYANAIR-ი 1984 წელს დაფუძნდა. კომპანიის ავიაპარკი 455 ერთეული ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება, რომელთა მოცულობა 189 მგზავრს შეადგენს. ამ დროისთვის ავიაკომპანია ევროპის, ჩრდილოეთ აფრიკის (მოროკო) და შუა აღმოსავლეთის (ისრაელი, ლიბანი და იორდანია) 38 ქვეყნის 1800 მიმართულებით 224 აეროპორტში ოპერირებს.

2018 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიამ ჯამურად 139 მილიონი მგზავრი გადაიყვანა და ევროპის ბაზარზე სიდიდით მეორე ავიაკომპანია გახდა.

ტეგები: რაინეარი
თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები