ნანუკა გოგიჩაიშვილი დუბაიში ისვენებს. მან ფოტოები გამოაქვეყნა და დიდი სტატუსიც დაწერა, სადაც მოგზაურობის დეტალების შესახებ წერს:
„დუბაიში ჩამოსასვლელად, რა თქმა უნდა, პსრ – ს გთხოვენ, არ აქვს მნიშვნელობა, ხარ თუ არა ვაქცინირებული, ჩამოადგამ თუ არა ფეხს აეროპორტში ,სპეციალური კაბინებია თითო ადამიანისთვის, სადაც სათითაოდ შედის ყველა საქართველოდან ჩასული და სანამ პსრ-ს კიდევ ერთხელ აეროპორტშივე არ გაგვიკეთებენ, ისე ვერ გადიხარ აეროპორტიდან, ასევე აქ ჩამოსვლამდე სპეციალურ აპლიკაციას ავსებ, სადაც დღევანდელი მონაცემებით, ბოლო 24 სთ-ში მთელ #uae 70 შემთხვევა დაფიქსირდა, 86 გამოჯანმრთელდა და 0 ადამიანი გარდაიცვალა, იმავეს ვუსურვებ საქართველოს ?პ.ს:მოსახლეობა 9,89 მილიონია…“
ნანუკა გოგიჩაიშვილი: “3 თვის გახდა დღეს აივი და მოინათლა! გილოცავ დე, დღეს გავქრისტიანდით”