LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამ გამოიწვია ვაგონის დაკვამლიანება – საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

212
1

საქართველოს რკინიგზა დღეს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, რა დროსაც ვაგონის დაკვამლიანება მოხდა, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ფორტუნა“ უცვლელად გთავაზობთ.

„დღეს, 14 თებერვალს, სადგურ აბაშაში,  ზუგდიდი- თბილსის ხაზზე მატარებლის პანტოგრაფსა და საკონტაქტო ქსელზე მოკლე ჩართვამ გამოიწვია სამგზავრო მატარებლის ერთ-ერთი ვაგონის დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად შეჩერდა მსვლელობა და განხორციელდა მგზავრების დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება ალტერნატიული საშუალებებით. არც ერთი მგზავრი არ დაშავებულა. შემთხვევაზე მიმდინარეობს მოკვლევა.

„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხების გამო და ყველა იმ პირს ვინც ორი დღის ვადაში წარადგენს სამგზავრო დოკუმენტს, “საქართველოს რკინიგზის” ნებისმერ სალაროში  მგზავრობის თანხა სრულად აუნაზღაურდებათ“,- ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები