LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე ცნობილ ჟურნალისტს, რომელიც ილონ მასკის შესახებ წერდა, „ტვიტერში“ ანგარიში დაუბლოკეს

167
uykuy7

რამდენიმე ცნობილ ჟურნალისტს, რომელიც ილონ მასკის შესახებ წერდა, „Twitter“- ის ანგარიში დაუბლოკეს.

როგორც „BBC“ წერს, დაბლოკილებს შორის არიან „ New York Times, CNN-სა და Washington Post-ის ჟურნალისტები.

დაბლოკილი ანგარიშების სიაში ასევე არიან The Intercept-ის ჟურნალისტი მიშა ლი, Mashable-ის მეტ ბაინდერი და დამოუკიდებელი ჟურნალისტები – აარონ რუპარი და ტონი ვესტერი.

მომხდარი რამდენიმე დღის წინ ამოქმედებულ ახალ წესებს უკავშირდება, რაც ტვიტერში სხვა ადამიანების გადაადგილების მარშრუტის გავრცელებას კრძალავს. კერძოდ, ანგარიშების დაბლოკვა სხვა ადამიანების ადგილსამყოფელისა და გადაადგილების შესახებ ინფორმაციის ლაივ რეჟიმში გაზიარების ფაქტს უკავშირდება.

“ანგარიშების დაკონკრეტების გარეშე, შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ შევაჩერებთ ნებისმიერს, რომელიც არღვევს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და საფრთხეს უქმნის სხვა მომხმარებლებს. ჩვენ არ დავუშვებთ გამონაკლისს ჟურნალისტებისთვის, ან სხვა ანგარიშებისთვის”. – აღნიშნა Twitter-ის ნდობისა და უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, ელა ირვინმა.

აღსანიშნავია, რომ გასულ დღეებში Twitter-ზე წვდომა შეეზღუდა ჟურნალისტ ჯეკ სუინს, რომელიც საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, ილონ მასკის პირადი თვითმფრინავის მარშრუტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა.

ამის შემდეგ მასკმა პირობა დადო, რომ როგორც სუინის, ისე მისი მხარდამჭერი ორგანიზაციების წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მიიღებს.

28 ოქტომბერს ილონ მასკმა სოციალური ქსელ Twitter-ის $44 მილიარდიანი შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g