LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე პატიმარი დაჭრილია – რა მოხდა გლდანის ციხეში

213
gldan

სისხლიანი დაპირისპირება მოხდა გლდანის ნომერ მერვე დაწესებულებაში. ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის წევრი „ფორმულასთან ჰყვება, რომ მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისი შვილი დაჭრილია.

„პატიმარმა დარეკა, თქვა, რომ დიღმელაშვილს ხელები აქვს დაჭრილიო. ვიცი, რომ  კიდევ სხვა 2 პატიმარია დაჭრილი. ერთ-ერთი ჩემი შვილის თანამოსაკნეა. ვინც დამირეკა თქვა, რომ მომხდარი ციხის უფროსის, ქინქლაძის პირდაპირი დავალებაა “, – ამბობს  მაია დიღმელაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში. 

ამ ეტაპზე უცნობია რა სახის დაზიანებებზეა საუბარი. არსებულ ინფორმაციაზე განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები