LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რამდენიმე საათში გავიგეთ, რომ მამა გულით გარდაიცვალა თბილისში, ერთ-ერთ საავადმყოფოში… ვერ გამოვხატავდი რამხელა ტკივილი იყო…” – ზაზა ფაჩულია ოჯახურ ტრაგედიაზე

575
BeFunky-collage (59)

ცნობილმა ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ გადაცემაში “ნოესთან” გარდაცვლილ მამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას გულის პრობლემები აწუხებდა.

“მამა ავადმყოფობდა. იმ დღეს, მთელმა ოჯახმა, ყველამ ვიცოდით, რომ მიდიოდა ექიმთან, მაგრამ რამდენიმე საათში გავიგეთ, რომ მამა გულით გარდაიცვალა თბილისში, ერთ-ერთ საავადმყოფოში.

14 წლის ასაკი, არის ზუსტად ის ასაკი, როდესაც მამა განსაკუთრებულად გჭირდება, სწავლობ ბევრ რაღაცებს, თვისებებს, განსაკუთრებით ბიჭისთვის მამის არ ყოფნა, ძალიან, ძალიან რთული იყო, თან მეგრელებისთვის…

ზოგადად, ყველასთვის ტრაგედია ტრაგედიაა, მაგრამ მეგრელები მაინც სხვანაირად აღიქვამენ… ჩემთვის არავის არ ეცალა, იმდენად ვიყავით მამაზე დამოკიდებულები, ოჯახის ლიდერი იყო.

მახსოვს ივლისში უნდა დავბრუნებულიყავი თურქეთში, მაგრამ სექტემბერი გახდა და მე კიდე აქ ვიყავი. არ ვიცი, ერთ დღეს რა მოხდა, დედაჩემმა მითხრა – ჩაალაგე, უნდა წავიდეთო. მოკლედ, ასე დავბრუნდით თურქეთში, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო მაშინ, პატარა ვიყავი და ვერ გამოვხატავდი მაშინ რამხელა ტკივილი იყო მამის დაკარგვა, მაგრამ ამ ტკივილს კიდე ტკივილი ემატებოდა, ვერ ვაკეთებდი იმას, რაც ძალიან, ძალიან მიყვარდა”, – თქვა ზაზა ფაჩულიამ.

ვიდეო: “რა თქმა უნდა, მე გამიმართლა, რომ ასეთი მეუღლე შემხვდა, მაგრამ ბავშვებს გაუმართლათ, რომ ასეთი დედა ჰყავთ” – ზაზა ფაჩულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g