თბილისში, ზაჰესის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროტრანსფორმატორის უკიდია.
როგორც “მთავარი არხის” ფეისბუქ ლაივიდან ირკვევა, სავარაუდოდ, სწორედ ტრანსფორმერი აფეთქდა. მოსახლეობის ცნობით, რამდენჯერმე იყო აფეთქების ხმა.
ადგილზე მობილიზებულია 20-მდე სახანძრო სამაშველო ჯგუფი. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ, ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
მიმდინარეობს ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები.