LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას წერენ ბესიკ ხარანაული და ტარიელ ხარხელაური გიორგი კეკელიძის შესახებ: „მათი სიტყვები გადაჭარბებული, მაგრამ სიხარულს და მხნეობას იოლად ჰყოფნის“

291
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

პოეტები ბესიკ ხარანაული და ტარიელ ხარხელაური გიორგი კეკელიძის და ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ წერენ. მათ მიერ გაგზავნილ წერილებს სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძე უზიარებს საზოგადოებას და წერს, რომ მათი მადლიერია.

„მადლიერი ვარ. ამგვარია მათი სიტყვები, გადაჭარბებული, მაგრამ სიხარულს და მხნეობას იოლად ჰყოფნის.. უამრავ წერილს ვიღებ – გვიან ღამემდე ვკითხულობ და ყველას პასუხს ვუბრუნებ. ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ უფრო მართალი და მეტი ვართ. მაგრამ ამ განცდამ და მდგომარეობამ, არ უნდა დაგვავიწყოს ისინი – ახლა შეიძლება გაბოროტებულები და ცილისმწამებლები. მათაც უნდა გავუწოდოთ ხელი. უნდა ვესაუბროთ. არ უნდა გავრიყოთ. პირველი მე გავაკეთებ ამას.“ – წერს გიორგი კეკელიძე.

რაც შეეხება წერილის შინაარსს, ბესიკ ხარანაული აღნიშნავს:

„გიორგი არის შესანიშნავი პოეტი და მოქალაქე, რომელიც ბრწყინვალედ უძღვება იმ დიდ საქმეს, რასაც ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა ჰქვია.

საგანმანათლებლო მოძრაობა „ეკვილიბრიუმთან“ მეც მქონდა შეხება. უაღრესად კარგი გრძნობები და ფიქრები მაქვს ამ საქმესთან და გიორგის ყველა პროექტთან დაკავშირებით. ეროვნული ბიბლიოთეკა ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის მსგავს საქმეს აკეთებს.

ის დღეს საუკეთესო ფორმაშია. ბიბლიოთეკის კოლექტივიც კარგია, მეგობრულია. მარტო გიორგი ვერ მოახერხებდა ამდენს.“

ტარიელ ხარხელაური: „ვფიქრობ, რომ გიორგი კეკელიძისნაირ კაცს არავის შეფასება არ უნდა სჭირდებოდეს. მას თავისი საქმეები უმაგრებს ზურგს.

რაც ამ ახალგაზრდა კაცმა ამ ასაკში შეძლო, ნეტავ ბევრმა შეძლოს, ფუტკარივით მუშაობს. ასეთ ადამიანებს უნდა გავუფრთხილდეთ. ის ყველა მხარეს სჭირდება. ეროვნულ ბიბლიოთეკაში ძალიან ბევრ ღონისძიებაზე ვარ ნამყოფი. მხოლოდ ეს ღონისძიებები ღირს ერთი კაცის სიცოცხლედ.

„ეკვილიბრიუმთანაც“ მქონია შეხება. მეც ვახლდი გიორგის ერთ-ერთ სოფელში. ნეტავ ყველას ასეთი მარიფათი ჰქონდეს. ბიბლიოთეკა ტაძარია და ამ კაცმა ხალხი მოიზიდა ამ ტაძარში. ცოცხალია იქაურობა.“

მას შემდეგ, რაც გიორგი კეკელიძის „გურული დღიურების” ფონდმა „წყლის ჭავლთან მოცეკვავე გოგონას”, სალომე კენჭიაშვილს სტიპენდია დაუნიშნა, სამთავრობო პროპაგანდა მის წინააღმდეგ ამუშავდა. სახელისუფლებო პროპაგანდის მანქანა თავს ესხმის მწერალ დათო ტურაშვილსაც, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს ხელისუფლებას.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც გიორგი კეკელიძის „გურული დღიურების” ფონდმა „წყლის ჭავლთან მოცეკვავე გოგონას”, სალომე კენჭიაშვილს სტიპენდია დაუნიშნა, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია აგორდა.

„სერიოზულად და უკანასკნელად დავწერ ამ საკითხზე: სტიპენდიის მინიჭება, გმირობის მინიჭება არ არის” – გიორგი კეკელიძე

გიორგი კეკელიძე: წუხელ არ მეძინა მთელი ღამე – ვკითხულობდი დაგეშილი ადამიანების გზავნილებს ჩემზე, დათო ტურაშვილზე

ნათია ფანჯიკიძე: ჩემს ორ უძვირფასეს მეგობარს განსაკუთრებით ერჩის სახელმწიფო მანქანა – მწერლებზე შეტევა ახალი მოვლენა არაა, ქვეყნის ისტორია სავსეა დახოცილი ან სუიციდამდე მიყვანილი მწერლებით… მრავალი წელია „კაგებე“ ცდილობს მოსპოს ასეთი ხალხი, რომ ვეღარავინ გამოარჩიოს სადაა სიყვარული და სად სიბნელე

„ჩემი მხარდაჭერა დათო ტურაშვილს, დათო გორგილაძეს, გიორგი კეკელიძეს! ეს ის ხალხია, ვინც სინათლეს აფრქვევს და ავრცელებს – მაინც ვერაფერს დააკლებთ!“: ბუკა პეტრიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები