LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე: ჩემს ორ უძვირფასეს მეგობარს განსაკუთრებით ერჩის სახელმწიფო მანქანა – მწერლებზე შეტევა ახალი მოვლენა არაა, ქვეყნის ისტორია სავსეა დახოცილი ან სუიციდამდე მიყვანილი მწერლებით… მრავალი წელია „კაგებე“ ცდილობს მოსპოს ასეთი ხალხი, რომ ვეღარავინ გამოარჩიოს სადაა სიყვარული და სად სიბნელე

626
Untitled design (3)

„ჩემს ორ უძვირფასეს მეგობარს განსაკუთრებით ერჩის სახელმწიფო მანქანა – მწერლებზე შეტევა ახალი მოვლენა არაა, ქვეყნის ისტორია სავსეა დახოცილი ან სუიციდამდე მიყვანილი მწერლებით… მრავალი წელია „კაგებე“ ცდილობს მოსპოს ასეთი ხალხი, რომ ვეღარავინ გამოარჩიოს სადაა სიყვარული და სად სიბნელე“, – ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემი მეგობარი კინაღამ მოკვდა და ამის მიზეზი არის ცილისწამებების დიდი და დაუნდობელი დელტა“ – გიორგი კეკელიძე

მისი განცხადებით, „დათო ტურაშვილი და გიორგი კეკელიძე ორი ის ადამიანია, რომლებიც წლებია, ფეხდაფეხ დადიან ქვეყნის ყველა კუთხეში, რომ სინათლე, სიყვარული, განათლება გაავრცელონ“.

„ჩემი მხარდაჭერა დათო ტურაშვილს, დათო გორგილაძეს, გიორგი კეკელიძეს! ეს ის ხალხია, ვინც სინათლეს აფრქვევს და ავრცელებს – მაინც ვერაფერს დააკლებთ!“: ბუკა პეტრიაშვილი

„შემთხვევითი არ არის, რომ ჩემს ორ უძვირფასეს მეგობარს განსაკუთრებით ერჩის სახელმწიფო მანქანა. დათო ტურაშვილი და გიორგი კეკელიძე ორი ის ადამიანია, რომლებიც წლებია, ფეხდაფეხ დადიან ქვეყნის ყველა კუთხეში, რომ სინათლე, სიყვარული, განათლება გაავრცელონ. ორი ის ადამიანი, რომელიც არასდროს წვრილმან ინტრიგაში არ ჩართულა, სიყვარული, რომელიც მოიპოვეს, უდიდესი შრომის და საკუთარი ჯანმრთელობის ფასად უჯდებათ.

ერთხელ მაინც თუ ყოფილხართ ტურიკას ტურში, როგორ მუშაობს ის ადამიანებისთვის, ეს უბრალო გიდობა არ არის, არც უბრალოდ ისტორიის ცოდნაა, ეს არის თავდაუზოგავი მიძღვნა ქვეყნისთვის და იმ კონკრეტული ადამიანებისთვის, ვისზეც იმ კონკრეტულ მოგზაურობაში იღებს პასუხისმგებლობას. ასეთი ჯანმრთელობის პატრონი, გაუჩერებლად დადის მთაში, ბარში, არ ჩერდება, ოღონდ მოგიყვეს, როგორაა შერწყმული სვანური ტაძრების მხატვრობაში ანტიკური სურათები ქრისტიანულ ფრესკებთან და სხვა.

ვისაც გიორგი კეკელიძესთან ერთად გიმუშავიათ ერთხელ მაინც, ან საქმე დაგიჭერიათ, როგორი ხაზგაუსმელი ერთგულებით იცის მხარში დგომა, როგორ ყველასთვის მზადაა გაანაწილოს ასპარეზი, ხელი შეუწყოს ნებისმიერი ადამიანის პროფესიულ წარმოჩენას თავის სივრცეში და როგორ დადის და ავსებს წიგნებით ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭულს. ისინი არასდროს ასხვავებენ ხალხს მათი პოლიტიკური მიკუთვნებულობის, თუ სხვა რაიმე ნიშნით. მათ უბრალოდ ადამიანები უყვართ. ამ სიყვარულს გრძნობს ხალხი, ამიტომ აქვთ ავტორიტეტი, მათთვის ეს ავტორიტეტი არავის უჩუქნია და შარავანდედი მემკვიდრეობით არავის დაუტოვებია. ამ სიყვარულს ვერ პატიობენ უსიყვარულოები.

„გურული დღიურების ფონდი” აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელსაც პირველი სალომე კენჭიაშვილი მიიღებს” – გიორგი კეკელიძე

გიორგი კეკელიძე: წუხელ არ მეძინა მთელი ღამე – ვკითხულობდი დაგეშილი ადამიანების გზავნილებს ჩემზე, დათო ტურაშვილზე

„სერიოზულად და უკანასკნელად დავწერ ამ საკითხზე: სტიპენდიის მინიჭება, გმირობის მინიჭება არ არის” – გიორგი კეკელიძე

სწორად ლაპარაკი ბევრმა იცის, მაგრამ სიტყვები ვერ მიდის გულებამდე, თუ ამ სიტყვების უკან სწორი ადამიანი არ დგას. დათო და გიორგი ის ორი სწორი ადამიანია, რომელთა სინათლეც თვალს ჭრის მათ, ვისაც „მუსიკა არ ესმის“. ასეთ კარგობას იოლად ვინ აპატიებს, ეს ხომ ორი ის კაცია, რომელთაგან არავის ახსოვს საწამლავი, ბოღმა, ღალატი. მწერლებზე შეტევა ახალი მოვლენა არაა, სავსეა ჩვენი ქვეყნის ისტორია დახოცილი ან სუიციდამდე მიყვანილი მწერლებით. ტრადიციას გამოუჩნდნენ გამგრძელებლები – ერთს გულს უხეთქავენ, მეორეს თვითმკვლელობის წარუმატებლობას უწუნებენ. მსხვერპლი მით უფრო მიმზიდველია, რაც მეტად უცოდველია. მრავალი წელია კაგებე ცდილობს მოსპოს სწორედ ასეთი ხალხი, რომ სრულად დეზორიენტირდეს ქვეყანა, ვეღარავინ გამოარჩიოს რა არის კარგი და რა ცუდი. სადაა სიყვარული და სად სიბნელე. ვერ გამოუვათ, რადგან ეს კინო ნანახი გვაქვს. ტურიკა არ გვიღალატებს, კარგად იქნება მალე, აღარც გიორგის ექნება ძალის დაკარგვის ეპიზოდი.

საქართველო აუცილებლად გახდება ევროპის ნაწილი.

უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.

სიყვარულის დროც აუცილებლად დაბრუნდება“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

შეგახსენებთ, მწერალმა დათო ტურაშვილმა „ფორმულას“ ეთერში ემოციურად ისაუბრა ბოლო დღეებში მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ შეიძლება, ამ ყველაფერს  მართლა შეეწიროს.

მოგვიანებით, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დათო ტურაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს ძლიერი ნერვული შეტევის გამო. გადაცემა „მე-17 სართულის“ ერთ ერთმა წამყვანმა, სოფიო ხუნწარიამ  კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გადაცემა დათოს მდგომარეობის შემდეგ ადრე დაასრულეს და მწერალი კლინიკაში გადაიყვანეს.დათო ტურაშვილის შვილმა სოციალურ ქსელში ყველას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მის ოჯახს არ ეშინია.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g