ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე წერს, რომ დათო ტურაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს ნერვული შეტევის გამო.
„ახლა ვესაუბრე მაკა კეკელიძეს, დათო ტურაშვილის მეუღლეს. დათო, ძლიერი ნერვული შეტევის გამო, სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში. ტურაშვილს უმძიმესი ინფარქტი აქვს გადატანილი, შეტევა კი რამ გამოიწვია, მგონი რთული მისახვედრი არ უნდა იყოს“. – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.
დათო ტურაშვილმა დღეს „ფორმულას“ ეთერში ემოციურად ისაუბრა, ბოლო დღეებში მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ შეიძლება, ამ ყველაფერს მართლა შეეწიროს.
ამავე თემაზე:
ან დამიმტკიცებ, ან ბოდიშს მოიხდი – ყაველაშვილი ტურაშვილს მიმართავს
„გუშინ ჰონორარი ავიღე ჩემს წიგნში და მინდა რომ გადმოგცე, ცოტათი მაინც წაგეხმაროო, ჯიბიდან ამოიღო კონვერტი და დარცხვენილი სახით მაწვდის“ – რას წერენ დათო ტურაშვილზე
„მართლა პირველად ვნახე ასე გულნატკენი ადამიანი, თან ადამიანი, რომელსაც მართლა გული აწუხებს.. რად გიღირთ, ადამიანს დააბრალოთ არარსებული რაღაცები და ასე ატკინოთ გული“ – ზვიად კორძაძე
„რა მხედრიონი, რა ავტომატი, რა ფული?!… ერთადერთი, რისიც მე და ჩემს ოჯახს გვეშინია ხოლმე, ისაა, რომ ამ ქვეყნის გამო ერთხელაც გული გაუსკდება” – რას წერს დათო ტურაშვილის შვილი
„კალაძე რასაც ამბობს, მაგაზე საშიში არაფერი მომისმენია.. არ დაუჯეროთ მას !! არ დატოვოთ სამშობლო !! – დათო ტურაშვილი კახა კალაძეს პასუხობს