LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი იონათამიშვილი: ხოშტარია, ფაქტობრივად, აღიარებს, რომ დაფინანსების ორი წყარო აქვს – მოსკოვი და კეზერაშვილი

100
ო8ო8ო8

„აშკარაა ძალიან მწვავე დაპირისპირება, რასაც მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს – როგორ გაიყოფენ კრიმინალური გზით ნაშოვნ შავ ფულს, რომელსაც, ამ შემთხვევაში, კეზერაშვილი ფლობს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რა დროსაც პარტია “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, ხოშტარია, ფაქტობრივად, აღიარებს, რომ დაფინანსების ორი წყარო აქვს.

ელენე ხოშტარია: ვის აინტერესებს „რაზბორკები“, კეზერაშვილთან მე ვპარტნიორობ და ვიპარტნიორებ…6 თვეა, დავით კეზერაშვილის და მისი ცოლის დაფინანსებით ვინახავთ უკრაინელებს

„ხოშტარია, ფაქტობრივად, აღიარებს, რომ მას დაფინანსების ორი წყარო აქვს – მოსკოვი და კეზერაშვილი. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ ერთადერთი, რის გარშემოც ეს ადამიანები ერთიანდებიან, კრიმინალური სახსრებია. ყოველთვის ასე ამთავრებენ ის პოლიტიკური პარტია და ე.წ. პოლიტიკოსები, ვისაც მიზნად არა საკუთრი ქვეყანა და ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანები, არამედ საკუთარი პირადი ინტერესები და კრიმინალურ ბუნებასთან მიახლოებული პოზიციები აქვთ“, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები