LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ აღარ გამოდის პოდიუმზე ჩვენებებზე თაკო ნაცვლიშვილი: „სხვანაირი გოგონები მოსწონთ, მე ჯერჯერობით ამ მოცემულობას არ ვაკმაყოფილებ…“

21124
tako nacvlishvilinews

მოდელი თაკო ნაცვლიშვილი „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ ინტერვიუში საუბრობს მდგრად მოდაზე და მოდის სფეროს ცუდ გავლენაზე ეკოლოგიის კუთხით, სწორედ ამიტომ, ის ხშირად მიმართავს ვინტაჟ მაღაზიებს და სამოსს იქ ყიდულობს.

„მართლა ძალიან მაგარ რაღაცებს ვპოულობთ, ისეთს, რაც დღევანდელ კოლექციებში ვერ მოძებნო. სხვათა შორის, ბევრი სტილისტი ამ ბოლო პერიოდში, ბევრი ვინტაჟური სამოსით ჩნდება. ვიცი მაღაზია, სადაც ბელა ჰადიდი და დუა ლიპა ხშირად დადიან და ყიდულობენ ვინტაჟურ ნივთებს…“

თაკო ნაცვლიშვილმა ახლახან დაამთავრა სწავლა. ახლა უბრუნდება საკუთარ პროფესიას, მოდელობას. ამჟამად ლონდონში იმყოფება, სადაც რამდენიმე ცნობილ ბრენდთან გადაღებები ჰქონდა.

დაისვენებს თუ არა პოდიუმისგან, ამ კითხვას თაკო ნაცვლიშვილი ასე პასუხობს:

„მივხვდი, რომ შეიცვალა დიდ პოდიუმზე გამოსვლის კრიტერიუმები, ტენდენციები – სხვანაირი მოდელები მოსწონთ, სხვა ტიპაჟის მოდელები, ამ მოცემულობას ჯერჯერობით მე არ ვაკმაყოფილებ. 30 ჩვენებაზე ვარ გამოსული, ბევრი წელი ვიმუშავე და ბოლოს ცოტა გადავიღალე, მათ შორის ფსიქოლოგიურად, სულ საჭირო იყო ფორმაში ყოფნა, ზედმეტი სიგამხდრე… მივხვდი, რომ ბევრად მირჩევნია გადაღებებში მონაწილეობა, ანაზღაურების მხრივაც მომგებიანია და ჯერჯერობით ამ კუთხით მივდივარ. თუკი რომელიმე ბრენდი შემომთავაზებს და დამიბარებს თავის ჩვენებაზე, აუცილებლად გამოვალ… ამ ბოლო დროს არასტანდარტული გარეგნობის გოგონები მოსწონთ, რომლებიც შეიძლება კლასიკური სილამაზის სტანდარტებში საერთოდ არ ჯდებიან. ამას მივესალმები. ვფიქრობ, ყველა ქალი თავისებურად ლამაზია, თუმცა არ ვთვლი, რომ კლასიკური სილამაზე უნდა დაიკარგოს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g