თამრიკო ჭოხონელიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბავშვობაში ძალიან ბევრჯერ ყოფილა ტრავმატოლოგიურში სხვადასხვა მიზეზით:
„ბავშვობაში ძალიან ბევრჯერ ვიყავი ტრავმატოლოგიურის სტუმარი. თერთმეტჯერ ვარ ტრავმატოლოგიურიდან თაბაშირით წამოსული. ექიმები გაკვირვებულები იყვნენ და მეათედ რომ მოვიტეხე ხელი თუ ფეხი, ხუმრობდნენ, დაამრგვალა და ამით დაასრულებსო, მაგრამ მეთერთმეტედ რომ მივედი, ვეღარაფერი თქვეს. ხშირად მიბრუნდებოდა ხოლმე ფეხი და მერე ხან რა მემართებოდა, ხან – რა. რამდენიმე წლის წინ აფთიაქის წინ ავტომობილიდან გადმოვედი, ფეხი გადამიბრუნდა და ჩავიმუხლე. ძალიან მეტკინა, მაგრამ ისე შევედი აფთიაქში, რომ არაფერი შევიმჩნიე. უცებ შემოდის უცნობი ქალბატონი, დედიკო, ავტობუსიდან დაგინახე, დაბლა დავარდიო. უცენ ყველას ყურადღება ჩემკენ წამოვიდა. მე ხმადაბლა ვეუბნები: არაფერია, ქალბატონო, ყველაფერი კარგადაა-მეთქი და რას ამბობ, ისე დაეცი, გული გამისკდა და ჩემს გაჩერებაზე კი არა, იმწუთას ჩამოვედი, რომ მენახეო. მე ამ დროს სიმწრით ვითმენ ტკივილს, რომ არავის არაფერი შეემჩნია, მაგრამ ამ ქალბატონის წყალობით, ყველა მე მიყურებდა (იცინის).
ვიდეო: თამრიკო ჭოხონელიძე უკრაინელებს უკრაინულად მიმართავს
ვიდეო: ვის უგზავნიდა შეცდომით თამრიკო ჭოხონელიძე სასიყვარულო მესიჯებს