რატომ იქნება ზაფხულში აჭარაში დასვენება უსაფრთხო – „ტურისტული სეზონი გვექნება“

173
აჯარა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ აჭარაში სხვა რეგიონებთან შედარებით ყველაზე კარგი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, აჭარაში ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტი ყველაზე მაღალია.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ვაქცინაციასთან ერთად კოვიდრეგულაციებიც დაცული იქნება, აჭარაში ტურისტული სეზონი  გვექნება.

„აჭარაში სხვა რეგიონებთან შედარებით ყველა პარამეტრით უკეთესი ეპიდსიტუაციაა, მეორე ტალღა კი დაიწყო აჭარიდან, მაგრამ მაგრამ იქ ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტი ყველაზე მაღალია.

ახალი შემთხვევათა რიცხვი დაბალია, მაგრამ აუცილებლია გავითვალისწინოთ შარშანდელი ზაფხული. ყველა შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება რეკომენდაციების დაცვას. ვაქცინაციასთან ერთად კოვიდრეგულაციებსაც თუ დავიცავთ, არ იქნება ხალხმრავალი თავშეყრა და ასე შემდეგ, ეს შესაძლებელია“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

„ფაიზერის“ აცრის რიგში 9 ათასი ადამიანია, ქვეყანაში არსებული მარაგით მხოლოდ 14 ათასი ადამიანის აცრაა შესაძლებელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები