LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე რატომ მეჭიდავები, საოკუპაციო ხაზთან იჭიდავე – პარლამენტთან მელიას მხარდამჭერებმა სირცხვილის კოროდორი მოაწყვეს

60
aqcia

პარლამენტის შესასვლელთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე მსჯელობენ, აქცია იმართება.

აქციას „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები მართავენ. მათ პარლამენტთან სიმბოლურად მავთულხლართები აქვთ მიტანილი.

აქციის მონაწილეები მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრებს შეძახილებით შეხვდნენ. აქციაზე აქტვისიტებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.

„მე რატომ მეჭიდავები, საოკუპაციო ხაზთან იჭიდავე. საოკუპაციო ხაზთან რატომ არ ჭიდაობ, თუ მაგარი ხარ, გეკითხები. საოკუპაციო ხაზთან რუსებს რატომ არ ეჭიდავები, თუ თავი არ გაქვს მაგისი. 20 წლის ბიჭთან რომ იჭიდავო, ეგ შეგიძლია, ხო? გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანა არ არის სამართალდარღვევა“? – მიმართავს სამართალდამცველებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს არგადახდის გამო, პატიმრობას ითხოვს. უწყებამ პარლამენტს ნებართვისთვის უკვე მიმართა. მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე დღეს პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები იმსჯელებენ, შემდეგ კი, საკითხს კენჭისყრისთვის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ. უკვე ცნობილია, რომ ქართული ოცნება ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g