LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: შეუძლებელია მსგავსი კატასტროფისთვის მზად იყო

169
რეჯეფ თაეფ ერდოღანი

„რა თქმა უნდა, არის ხარვეზები, პირობები გასაგებია. შეუძლებელია მსგავსი კატასტროფისთვის მზად იყო“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტი ჰათაის პროვინციაში იმყოფებოდა, სადაც მან საზოგადოების ნაწილის კრიტიკას უპასუხა, რომელიც მიწისძვრის შემდგომ მიმდინარე სამაშველო სამუშაოებთან დაკავშირებით გაჩნდა.

ერდოღანის განცხადებით, თავდაპირველად პრობლემები რეაგირებასთან დაკავშირებით მართლაც არსებობდა, მაგრამ ამჟამად ის აღმოფხვრილია.

ერდოღანი მიწისძვრით დაზარალებულ ქალაქში ჩავიდა – „არასოდეს დავუშვებთ, ჩვენი მოქალაქეები თავშესაფრის გარეშე დარჩნენ“

„ახლა არის ერთიანობის, სოლიდარობის დრო. არ შემიძლია იმ ხალხის ატანა, ვინც პოლიტიკური ინტერესებისთვის ნეგატიურ კამპანიას აწარმოებს.“ – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჰათაიში, თურქეთის სამხრეთ პროვინციაში იმყოფებოდა, სადაც დაღუპულთა რიცხვი ყველაზე მაღალია. ოფიციალური მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g