LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეკომენდაციების შესრულების კუთხით, ჩვენ ფაქტობრივად ბოლოში ვართ გასული“ – ირაკლი ქადაგიშვილი

130
ირაკლი ქადაგიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ „რეკომენდაციების შესრულების კუთხით, მმართველი გუნდი ფაქტობრივად ბოლოში არის გასული“.

როგორც ქადაგიშვილმა „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, „ოპოზიციის ჩართულობა ძირითადად ნეგატივისკენ არის მიმართული“.

„ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ რეკომენდაციების შესრულების კუთხით, ჩვენ ფაქტობრივად ბოლოში ვართ გასული. ოპოზიციის ჩართულობა საკმაოდ დიდია, ოღონდ ძირითადად მიმართულია ნეგატივისკენ, რომ ქვეყნის შიგნითაც და განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ, შექმნან მაქსიმალურად უარყოფითი ფონი. საკანონმდებლო პროცესს ვერ მიჰყვებიან გამომდინარე იქიდან, რომ კვალიფიკაციის დეფიციტიც აქვთ და იმდენად ჩამორჩნენ, ფაქტობრივად შანსი არა აქვთ, რეალურად საქმიანად ჩაერთონ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g