ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, კიდევ ერთი ქართველი მილიარდერი მიხეილ ლომთაძე 3,7 მილიარდი დოლარის მფლობელია. ამის შესახებ საუბარია Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში.
Forbes-ის დღევანდელი მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის რეიტინგში ლომთაძე 956-ე ადგილზეა, თუმცა ეს პოზიცია ყოველ წუთს იცვლება.
კიდევ ერთი მილიარდერი საქართველოდან: მიხეილ ლომთაძის წარმატების რთული გზა
მიხეილ ლომთაძე 2 მილიარდ დოლარზე მეტს ფლობს.
აღსანიშნავია, რომ ახალი ქართველი მილიარდერი ყაზახური ფინტექ პლატფორმის “კასპის“ დამფუძნებელია. „კასპი“ ყაზახეთის უდიდესი საგადახდო და ფინტეკური (ფინანსური ტექნოლოგიების) კომპანიაა. მას ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ოქტომბერში „კასპიმ“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებული IPO განახორციელა.
რაც შეეხება თავად მიხეილ ლომთაძეს, ის 45 წლისაა – 1975 წელს ბათუმში დაიბადა. ამჟამად, ქართველი მილიარდერის პირად ცხოვრებაზე მედიისთვის არაფერია ცნობილი.