LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკერთან იმ გამოწვევებზე გვექნება საუბარი, რასაც საარჩევნო რეფორმის, მართლმსაჯულების სისტემაზე ვხედავთ, ასევე შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე: სალომე სამადაშვილი

58
სალომე სამადაშვილი

„ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე საუბრის მთავარი მიმართულება შარლ მიშელის დოკუმენტი, ოკუპაცია და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეუსრულებელი შეთანხმება იქნება,“- ამის შესახებ ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ  ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში წინ უძღვის პრეზიდენტ ბაიდენის, ფაქტობრივად, პირველ ოფიციალურ ვიზიტს ნატო-სთან და ევროკავშირთან შესაბამისი სამიტების წინ.

როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბროთ იმ სტრატეგიულ ამოცანებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანებას, ჩვენს დღის წესრიგს ევროკავშირთან მიმართებით და იმას რომ აუცილებელია ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის თემა, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც დღემდე არ არის შესრულებული.

„მნიშვნელოვანია, ეს თემები გაჟღერდეს პრეზიდენტ ბაიდენის და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრაზე. ეს დღევანდელი საუბრის მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება. გარდა ამისა, ცხადია, საუბარი გვექნება მიშელის შეთანხმების შესრულებაზე.

მოისმინეთ, რომ ეს საკითხი არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის მთავარი ამოცანა, რაც ეხება საქართველოს შიდა პოლიტიკას, რომ მიშელის შეთანხმების შესრულება არამხოლოდ იმის რაც წერია, არამედ სულისკვეთებაც, დღეს არის მათთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანა.

გვექნება საუბარი იმ გამოწვევებზე, რასაც ვხედავთ საარჩევნო რეფორმის, მართლმსაჯულების სისტემის და სხვა საკითხებზე, რაც შიდა პოლიტიკურ ვითარებას ეხება და ცხადია მოახლოებულ არჩევნებსაც,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

როდესაც ოპოზიციას შევხვდები, მათაც შევახსენებ, რომ კომპრომისი ნებისმიერი დემოკრატიული განვითარებისას აუცილებელი ნაწილია: რიკერი

 

პოპულალურები