LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რიონის ხეობის მცველები” პიკეტირებას იწყებენ და საპროტესტო მსვლელობა “მშრალი ხიდის” მიმართულებით დაიწყეს

90
მსვლელობა

“ნამახვანჰესის” წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობა “მშრალი ხიდის” მიმართულებით დაიწყეს.

“გავჩერდებით და გადაიკეტება მოძრაობა. მივმართავთ სიტყვით და მკაფიოდ ვიტყვით რა არის ამ ქმედებების განმაპირობებელი”

აქციის ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით ისინი პარლამენტთან მისვლას და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან გეგმავდნენ საუბარს, თუმცა მათგან განმეორებით პასუხი არ მიუღიათ, შესაბამისად საკუთარ სამოქმედო გეგმას არ გადაუხვევენ.

“დავიწყებთ მსვლელობას მშრალი ხიდის მიმართულებით. გავჩერდებით და გადაიკეტება მოძრაობა. მივმართავთ სიტყვით და მკაფიოდ ვიტყვით რა არის ამ ქმედებების განმაპირობებელი”, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

ცნობისთვის, ,,ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ითხოვენ, „ენკამ“ რიონის ხეობა დატოვოს, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გამოცხადდეს მორატორიუმი. ამასთან, ვარლამ გოლეთიანმა ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.

“ჩემი კარი ყოველთვის ღიაა, თუ მათ სურვილი ექნებათ, მე შემიძლია შევხვდე რამდენი ადამიანიც იქნება, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს,”  – ასე უპასუხა აქციის მონაწილეებს პარლამენტის თავჯდომარემ.

 

magti 5g