ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის კორონავირუსთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციის ჩამოყალიბებისთვის.
გიორგი ფხაკაძე:
„კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს პრეზიდენტს❗️
✅ასეთი მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია კორონავირუსთან ბრძოლაში ყველა პოლიტიკოსს რომ ჰქონდეს, ჩვენ არ ვიქნებოდით იქ, სადაც ვართ დღეს.
✅როდესაც საქართველოში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, ჩემი პირველი მოწოდება იყო, რომ ყველა პოლიტიკოსი, პრეზიდენტიდან დაწყებული რიგითი სახელმწიფო მოხელით დამთავრებული, საჯაროდ უნდა აცრილიყვნენ. ასევე, საჯაროდ უნდა აცრილიყვნენ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი პირებიც.
✅ზუსტად ქალბატონი პრეზიდენტი იყო პირველი, ვინც საჯაროდ აიცრა!
✅ვირუსმა არ იცის პოზიცია/ოპოზიცია, ვირუსმა არ იცის ეროვნება, რელიგია, სქესი, სოციალური თუ ფინანსური სტატუსი. ვირუსი არის ვერაგი“.