LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“როცა ჩხუბობდნენ ეუბნებოდა გაჩერდით, დაანებეთ თავიო” – გიგა ტატიშვილის მამა

3059
BeFunky-collage (3)

“არის კამერების ჩანაწრები სადაც ჩანს, რომ გიგა არც აგარაკზე ჩხუბობს, არც მაგისტრალზე,”- ეს განცხადება “მთავარ არხთან’ სატელეფონო საუბარში დაკავებული ერთ-ერთი სპორტსმენის მამამ გააკეთა.

რამაზ ტატიაშვილი ამბობს, რომ მისი შვილი ჩხუბის მონაწილეების გაშველებას ცდილობდა და დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია.

“როცა ჩხუბობდნენ ეუბნებოდა გიგა, რომ გაჩერდით ნუღარ ჩხუბობთო, დაანებეთ თავიო და რო აღარ ეშვებოდნენო დაუძახა, პატრული მოდისო. არის კამერების ჩანაწრები სადაც ჩანს, რომ გიგა არც აგარაკზე ჩხუბობს, არც მაგისტრალზე – აცხადებს რამაზ ტატიაშვილი. 

იგივე ინფორმაცია გააჟღერა მედიასთან გიგა ტატიაშვილის ადვოკატმაც. უფლებადამცველი ამბობს, რომ ამოღებულ ვიდეოჩანაწერებშიც კარგად ჩანს, როგორ დგას ტატიაშვილი საკუთარ მანქანასთან და ჩხუბში მონაწილეობას არ იღებს.

შეგახსენებთ, იმ პირებს შორის, რომლებიც სამართალდამცველებმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს, რამდენიმე სპორტსმენია.

ვინ არიან სპორტსმენები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებენ

„დაკავებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს“ – შსს-ში შაქარაშვილის საქმეზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავა. როგორც მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა, გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით გრძელდება.

,,მომავალს ნათელს, სამშობლოს ვფიცავ” – გიორგი შაქარაშვილის მიერ შესრულებული სიმღერა მეგობრებთან ერთად (ვიდეო)

“ვარსკვლავი” – გიორგი შაქარაშვილის აქამდე უცნობი ვიდეო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g