LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც ბავშვს მუდმივად აქვს გამონადენი ცხვირიდან, ის ავტომატურად გადამდებია სხვა ბავშვისთვის, ბაღიდან მუდმივად დავირუსებულები სწორედ იმიტომ მოდიან ბავშვები“ – პედიატრი ლალი ჯანაშია

410
ლალი-ჯანაშია

პედიატრმა ლალი ჯანაშიამ გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ხშირად მოავადე ბავშვებზე ისაუბრა და ახსნა, რატომ მოდიან ბავშვები ბაღიდან ახალი ვირუსებით:

„მშობლები ხშირად ამბობენ, გამოვაკეთე და მერე წავიყვანე ბაღში, თუმცა მშობლების 80-90 % ბავშვს მაშინ აბრუნებს ბაღში, როცა ბავშვს ტემპერატურა ეხსნება, თუმცა იქ მაინც რჩება გამონადენი ცხვირიდან. მოგეხსენებათ, რომ ეს გრიპი არა მარტო ჰაერშია შეწონილი, არამედ წვეთოვანი გზითაც ვრცელდება. რეალურად, როდესაც ბავშვი მუდმივად ხელს იკიდებს ცხვირზე, საიდანაც აქვს სერიოზული გამონადენი, თავისთავად ავტომატურად გადამდებია სხვა ბავშვისთვის. ბაღიდან მუდმივად დავირუსებულები სწორედ იმიტომ მოდიან ბავშვები, რომ ცირკულაციაა იმ ბავშვების, რომლებიც ბოლომდე არ არიან ნამკურნალები. მით უმეტეს, რომ სივრცე საჯაროა, ნაკლებია ფართი, ერთდროულად ბევრი ბავშვია ამ გარემოში, ფანჯრები ყველგან მჭიდროდაა დახურული და პრაქტიკულად არ ხდება ვენტილაცია. ითვლება, რომ ვითომ სკოლის ბავშვებში ბევრად ნაკლებია ავადობა, რადგან ეს ბავშვები გარეთ გადიან შესვენებებზე და ა.შ. გარდა ამისა, ამ ბავშვებს ანატომიურად უკვე ფორმირებული აქვთ ზედა სასუნთქი გზა და მათი ავად გახდომა შეიძლება მხოლოდ სურდოთი შემოიფარგლოს, რაც პატარა ბავშვების შემთხვევაში, სამწუხაროდ, ასე არ არის“- განაცხადა ლალი ჯანაშიამ.

არავითარი ხველის სიროფი! როგორ უნდა ვუმკურნალოთ ხველას ბავშვებში – ლალი ჯანაშიას რჩევები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები