LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის გაუკეთდებათ ვაქცინის მეორე დოზა პირველი აცრის შემდეგ დაინფიცირებულ პირებს: იმნაძე განმარტავს

100
პაატა-იმნაძე

“იმ პირებს, რომლებიც კოვიდინფექციით ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაინფიცირდნენ, ვაქცინის მეორე დოზა ვირუსის დადასტურებიდან 120 დღის გასვლის შემდეგ გაუკეთდებათ, – ამის შესახებ “პირველ არხს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განუცხადა.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, სავარაუდოდ, რეგულაცია გადაიხედება და ეს პერიოდი შემცირდება.

ზოგი აცრილი გათამამდა, ეგრე არ არის – აცრის შემდეგ, პირველი ორი კვირა დაცული, პრაქტიკულად, არ ხარ: პაატა იმნაძე

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ აცრის შემდეგ, ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა, ყველა შემთხვევაში დაავადება მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება.