LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის იწყება მშობელსა და შვილს შორის უთანხმოება – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

1148
maxresdefault-5

მშობლების და შვილების ურთიერთობა მნიშვნელოვანია, ზოგჯერ  ამ ურთიერთობაში ჩნდება პრობლემები. მშობლების უმრავლესობისთვის მათი შვილების მოზარდობის ხანა ცხოვრების რთულ ეტაპად ითვლება. მოზარდები იწყებენ იმ ფასეულობების გადაფასებას, რაც აღზრდის პროცესში წლების მანძილზე მშობლებმა მიაწოდეს. ამ პერიოდში  ხშირია მშობლებსა და შვილებს შორის დაძაბული ურთიერთობა და კონფლიქტები. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ეს ტენდენცია პირველ შვილსა და მშობელს შორის უფრო მკვეთრია ვიდრე მომდევნო შვილებსა და მშობელს შორის. მარტა ქარუმიძის გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ამ თემებზე თსუ-ს ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის დეკანმა თამარ გაგოშიძემ ისაუბრა.

„ყველაზე კარგად უთანხმოების პროცესი ჩანს გარდამავალ, გარდატეხის ასაკში. ამ დროს მოზარდის პიროვნული ზრდა მიმდინარეობს, აქვს ბევრი კითხვა და ეძებს მათზე პასუხებს, ხდება მანამდე არსებული ფასეულობების გადაფასება. ეს პროცესი  მწვავედ მიმდინარეობს, თუმცა გარდამავალ პერიოდამდე ბავშვი რამდენიმე ეტაპს გადის და აუცილებელია მშობლებმა სწორედ ამ ეტაპებზე გაამახვილონ ყურადღება.

გარდატეხის ასაკი იწყება 11 წლიდან, თუმცა რა ხდება 11 წლამდე, მშობლებმა სწორედ ამას უნდა მიაქციონ ყურადღება. მნიშვნელოვანი ასაკია 3 წელი,  2-3 წლის ბავშვმა ძალიან კარგად იცის რა უნდა გარესამყაროსგან, თუმცა ხშირად მშობელი არ თვლის, რომ 3 წლის ბავშვი პიროვნებაა, აქვს თავისუფალი ნება და არჩევანი, ამიტომ მის ნაცვლად იღებს ყველანაირ გადაწყვეტილებას, რაც არასწორია.

მშობლები ცდილობენ, რომ 3 წლის ასაკში ბავშვის თავისუფალი ნება არ შეზღუდონ და ყველაფრის უფლებას აძლევენ, ხოლო გარდატეხის ასაკში პირიქით, შეზღუდვებს უწესებენ. შეზღუდვა და ჩარჩოს დადება სჭირდება 1-4 ასაკამდე ბავშვს.

3 წლის ბავშისთვის ავტორიტეტი მშობელია, 12 წლის ბავშვისთვის კი არა. არასწორია, როდესაც ბავშვს აძლევენ თითქოს ყველაფრის უფლებას, თუმცა საბოლოდ მაინც მის ნაცვლად იღებენ გადაწვეტილებას, მაგალითად, რა ჩაიცვას, რა ჭამოსმშობლებს გონიათ, რომ თავისუფლებას აძლევებ ბავშვს, ამ დროს კი რეალურად უზღუდავენ თავისუფალ ნებას. გამოსავალი შემდეგშია, ბავშვს უნდა დავუდოთ გარკვეული ჩარჩო, მაგრამ მივცეთ არჩევანის გაკეთების საშუალება, ჩარჩოს დარღვევის შემთხვევაში ეცოდინება, რომ შედეგები იქნება განსხვავებული“.

(ვრცლად გადაცემა)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები