“ეს არის რეჟიმის დასასრული. თითქოსდა კუნთიანი სპეცდანიშნულების რაზმების მეშვეობით, ესენი ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მელიას თქმით, მას საკუთარი თავის, კოლეგებისა და მხარდმჭერების სჯერა.
„რეჟიმები ასე სრულდებიან. ასე სრულდებიან, ასე დასრულდებიან, თითქოსდა კუნთიანი სპეცდანიშნულების რაზმების მეშვეობით ესენი ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებენ. როგორც არასოდეს, ვარ ძლიერად, დარწმუნებული ვარ ამ ქვეყნის გამარჯვებაში და დარწმუნებული ვარ, ამ კადრებს, როდესაც ჩვენი შვილები, ჩემი შვილი ნახავს, საკუთარი მამებით იამაყებენ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში უკვე შევიდნენ.