LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება გახარიას ახალი კაბინეტი და სავარაუდოდ, ვინ შეცვლის თეა წულუკიანს

179
გახარიას აკაბინეტი

პარლამენტს ახალი მინისტრთა კაბინეტი გიორგი გახარიამ მომავალ კვირას უნდა წარუდგინოს და ახალი კაბინეტი მომავალ კვირასვე უნდა დამტკიცდეს.

ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად 76 ხმა არის საჭირო.

ახალი მინისტრების დასახელებას გიორგი გახარია არ ჩქარობს, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ დიდი ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში არ იქნება.

 

ვაკანტური მხოლოდ იუსტიციის მინისტრის ადგილია, ეს ადგილი თეა წულუკიანის პარლამენტში გადასვლის  გამო გახდა ვაკანტური. წულუკიანი, რომელიც  „ქართული ოცნების“ ერთადერთი უცვლელი მინისტრი იყო რვა წლის განმავლობაში, მე-10 მოწვევის პარლამენტში  განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

როგორც ჟურნალისტებს წულუკიანმა განუცხადა, პარტიის მხრიდან შეთავაზება იყო, რომ იუსტიციის მინისტრობა გაეგრძელებინა, მაგრამ იმსჯელეს და მისი პოზიცია გაზიარებული იყო რომ ახალი სახეების დროა.

მან ასევე განმარტა, რატომ არ დაინიშნა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ.

მისი თქმით, მორალურად სწორი არ ჰგონია, რომ ადამიანმა, რომელმაც იუსტიციის სამინისტრო რვა წლის განმავლობაში მართა, ახლა დარგობრივ კომიტეტში დაჯდეს და აკონტროლოს ის ადამიანი, რომელმაც მისი საქმე გადაიბარა.

ვინ იქნება იუსტიციის ახალი მინისტრი ეს საკითხიც ღიად რჩება. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ  თეა წულუკიანს, სავარაუდოდ, მისი მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე შეცვლის, რომელიც ახლა მინისტრის მოვალეობას ასრულებს. 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი ლიდერი ირაკლი კობახიძე მინისტრთა კაბინეტში სავარაუდო ცვლილებებზე საუბრისას ამბობს, რომ პრემიერის პოზიციას უნდა დაველოდოთ.

„გამოკვეთილია, რომ იუსტიციის მინისტრი სხვა იქნება.  რაიმე ცვლილებასთან დაკავშირებით  ინფორმაიცია არ არსბობს. ჩვენ დაველოდებით პრემიერის პოზიციას. რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას, არც კერძოდ ჯანდაცვის სამინისტროში ჩვენ არ ველოდებით“, – აცხადებს კობახიძე.

იქნებით თუ არა ის მთავრობის განახლებულ მინისტრთა კაბინეტში? კითხვა ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს დაუსვეს.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ახალი მთავრობის წარდგენა იქნება უახლოეს მომავალში და იქ ვიხილავთ ვიქნები თუ – არა. მიმდინარეობს კონსულტაციები. მეტ კონკრეტიკას ვერ გეტყვით, ეს პრემიერის პრეროგატივაა“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა ჟრნალისტებტან საუბარში.

მსგავსი პასუხი გასცა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამაც ჟურნალისტების იდენტურ შეკითხვას.

დიდი ალბათობით, ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების პროცესი ოპოზიციის გარეშე ჩაივლის.

პარლამენტში შესვლის გარეშეც ოპოზიცია გიორგი გახარიას და მის გუნდს უნდობლობას უცხადებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g