LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი უნდა გახდეს საქართველო? როგორც საჩხერეა: სავარაუდოდ თბილისის მოდელი არის ჭორვილა

353
FORTUNA.GE (67)

საქართველოს პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ საჩხერეს ყველა რეგიონისგან გამოარჩევს ის, რომ აღნიშნული მუნიციპალიტეტი ჩამოყალიბებულია მოდელად, თუ როგორი უნდა იყოს საქართველო მომავალში. ამის შესახებ გიორგი გახარიამ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პაატა კვიჟინაძის ჭიათურაში წარდგენისას ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, აკაკის სამშობლოდან საუბარი საქართველოს მომავალზე დიდი პასუხისმგებლობაც არის, მაგრამ მე ცოტა სხვანაირად მინდა ამას ასეთ თბილ შინაურულ გარემოში შევხედო. საჩხერეს განასხვავებს ერთი რამ ყველასგან, საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, როგორი გვინდა, ჩვენ უახლოეს პერიოდში, რომ საქართველო დავინახოთ და ამაში პირდაპირი წვლილია ბიძინა ივანიშვილის. ეს არის ის მოდელი, როგორ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში სხვა მუნიციპალიტეტებიც ასეთები იყვნენ. მარტივად რომ ვთქვათ, ჯანდაცვა, განათლების სისტემა, ინფრასტრუქტურა, სპორტი, კულტურა, გზები… ეს არის ყველაფერი იმისთვის, რომ ამ მუნიციპალიტეტის თითოეულმა მოქალაქემ ისარგებლოს ყველა იმ სიკეთით, რომელიც თქვენთვის შეიქმნა და სიმართლე უნდა ვთქვათ, რომ შექმნა „ქართუმ“ და ბიძინა ივანიშვილმა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მუდმივად ასე უნდა გაგრძელდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ კარგი საფუძველია და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ სხვა მუნიციპალიტეტებიც საჩხერეს დაეწიონ და საჩხერეც გაძლიერდეს კიდევ უფრო. ელემენტარულ მაგალითს გეტყვით, ზემო იმერეთი – რაჭის გზა იქნება ძალიან მაგარი პროექტი, რომელიც შეძლებს უფრო მეტი ტურისტი მოიყვანოს ამ რეგიონში. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, არის უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი დარჩენილი, დაწყებული წყალმომარაგებით, დამთავრებული წყალარინებით, ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები