LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია ბათუმში დაინფიცირებული 9 ორსულის მდგომარეობა

127
FEXMzIME

ცხრა ფეხმძიმე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ბათუმის სამშობიარო სახლში მკურნალობს, სტაბილურია. ამის შესახებ „ფორტუნას“ ბათუმის სამშობიარო სახლში განუცხადეს.

„13 რიცხვიდან დღევანდელი დღის ჩათვლით, ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით დაინფიცირებული 9 პაციენტი დაგვემატა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტებს არაფერი არ აწუხებთ, სიცხე არ აღენიშნებათ. ინფექციონისტი მათ ყოველდღიურად სინჯავს. ყველა საჭირო გამოკვლევა და ტესტი ყოველდღიურად უტარდებათ. საშიშროება არაა, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდეს“, – განგვიცხადეს ბათუმის სამშობიარო სახლში.

მათივე ინფორმაციით, დაინფიცირებულებს მშობიარობა უახლოეს მომავალში არ უწევთ.

შეგახსენებთ, აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 144 შემთხვევა გამოვლინდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები