LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია ჯანდაცვის მინისტრის პირველი კომენტარი გადადგომაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ?

109
ekaterine-tikaradze-nats-po

როგორია ჯანდაცვის მინისტრის პირველი კომენტარი გადადგომაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ? ეკატერინე ტიკარაძემ “მთავარ არხს” განუცხადა: “ბრიფინგს მოუსმინეთ და იქ არის გაცემული პასუხი”.

ჯანდაცვის მინისტრმა არ ისაუბრა, შეათანხმა თუ არა წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან, ან პრემიერთან და იმ გუნდთან, რომელთან ერთადაც ის მუშაობდა. გარდა ამისა, არ თქვა იყო თუ არა დაპირისპირება მასსა და პრემიერს შორის.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა დატოვა. მისი განმარტებით, ის პარტიაში დარჩება და „ოცნების“ პოლიტსაბჭოში განაგრძობს საქმიანობას. როგორც მან აღნიშნა, სწორედ პოლიტსაბჭოდან იმუშავებს ქართული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემების გამყარებასა და გაძლიერებაზე.

ეკატერინე ტიკარაძე 3 წლის განმავლობაში იკავებდა მინისტრის პოსტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები