ისრაელში სარაკეტო იერიშების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაშავდა – ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ დაუდასტურეს.

„საელჩოსთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქემ მიიღო მსუბუქი დაზიანება. მას პირველადი დახმარება გაეწია სტაციონარში, ამჟამად გამოწერილია სტაციონარიდან. საელჩო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება საქართველოს მოქალაქესთან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“. -განუცხადეს „ფორტუნას“ უწყებაში.

ისრაელში საქართველოს ელჩმა , ლაშა ჟვანიამ მომხდარზე საუბრისას აღნიშნა, რომ მოქალაქეს მარცხენა ხელში აქვს ჭრილობა.

„მსუბუქად დაშავებული არის ერთი მოქალაქე. მარცხენა ხელში აქვს ჭრილობა შუშის ნამსხვრევებისგან, მას ჩაუტარდა ხელის დამუშავება და საავადმყოფოდან სახლში გუშინვე გაუშვეს. ეს შემთხვევა მოხდა ქალაქ ხულონში. ავტობუსზე მოხდა თავდასხმა და ის იყო შემთხვევის ადგილთან ახლოს. ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების ზომები გავითვალისწინოთ“. – განაცხადა ჟვანიამ “პალიტანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევა  ქალაქ ხულონში მოხდა.

სასწრაფოდ შეწყვიტეთ ცეცხლი! დამანგრეველია ომის საფასური და მას უდანაშაულო ხალხი იხდის: გაერო-ს სპეციალური კოორდინატორი

„რკინის გუმბათი“ და საქართველო – უტოპიაა თუ ასრულებადი ოცნება: რატომაა ისრაელი მსოფლიოში ყველაზე დაცული ქვეყანა

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები