“მე, როგორმე, მაკო გომურს პირადად გავცემ ყველა შეკითხვაზე პასუხს”, — ასე უპასუხა პრემიერობის კანდიდატმა კითხვას, რატომ არ გასცა მაკო გომურს პასუხი.

გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ შეფასება უწოდა 20 ივნისის დარბევისას დაზარალებული მაკო გომურის კითხვას, რატომ არიან მომიტინგეები ციხეში და ის, ვინც თვალი გამოთხარა, თავისუფალი?

ადამიანმა, რომელმაც ზაფხული  ჯოჯოხეთად მიქცია, რატომ არის თავისუფალი? – მაკო გომურის კითხვა გახარიას (ვიდეო)

ევროპული საქართველოს დეპუტატებმა უარი განაცხადეს მოესმინათ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პასუხები მათი კითხვების ნაწილსა და შეფასებებზე . თავდაპირველად ინიციატივა დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ გამოთქვა. სხდომის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ “ყველაფერი ნათელია” გახარიას დამოკიდებულებებიდან გამომდინარე და სხდომა დახურა.

გიორგი გახარია ფრაქციის დეპუტატების კითხვებს დაახლოებით 1 საათისა და 40 წუთის განმავლობაში პასუხობდა. კითხვები ძირითადად 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა. მას შემდეგ რაც მინისტრობის კანდიდატების მოსმენა „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის ფორმატში დასრულდა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები არ იძლეოდნენ კითხვებზე პასუხების გაცემის საშუალებას და სხდომა გაურკვეველ ფორმატში ჩატარდა.

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, მათი ფილიალი, “ევროპული საქართველო”, არის ერთი ჯგუფი, რომელიც სიცრუეზე დაფუძნებით ცდილობს ჩვენს საზოგადოებაში მოდელირებული რეალობით შექმნას გარკვეული ემოციური დაძაბულობა, გარკვეული რევოლუციური მოლოდინები, რის საშუალებასაც, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივცემთ. პრობლემაა კიდევ ის, რომ შეუძლებელია ქვეყნის პოზიტიური განვითარება, როდესაც ასეთი ოპოზიციაა, სასოწარკვეთილ მდგომარეობაში, რომელსაც არ შესწევს უნარი, შინაარსობრივ დისკუსიაში შემოვიდეს და მხოლოდ და მხოლოდ მოდელირებული რეალობით და ტყუილებით ცდილობენ თავიანთი პოზიციის დაფიქსირებას. და რაც მთავარია, მიკროფონის ხელში ჩაგდებით არ გაძლევენ საშუალებას, უბრალოდ უპასუხო. თქვენ წარმოგიდგენიათ, ხვალ ეს ხალხი რომ იყოს ხელისუფლებაში? მაშინ, როდესაც ისინი ჩვენ მედია თავისუფლებაზე გველაპარაკებიან, დღეს უბრალოდ, ტელემაყურებლები ნახავენ, რომ პასუხის გაცემის საშუალებას არ გვაძლევდნენ და შექმნეს რაღაც გაურკვეველი ფორმატი”, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, სწორედ 20 ივნისის მოვლენები და აქციაზე გამოყენებული ტყვიები გახდა კამათის მიზეზი. გახარიას თქმით, ამჟამინდელი გადმოსახედიდან, 20 ივნისის მოვლენების დროს “გარკვეულ პროცედურებს” შეცვლიდა. თუმცა კითხვაზე, ისევ გამოიყენებდა თუ არა კონკრეტული ტიპის ტყვიებს, პრემიერობის კანდიდატმა უპასუხა, რომ ეს ყოველთვის მოხდება “თავდამსხმელებისა” და “შტურმის” მოსაგერიებლად.

“ევროპული საქართველოს” დეპუტატების კითხვები და გიორგი გახარიას პასუხები მოკლედ

პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრა ფრაქციაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში მიმდინარეობდა.

მსგავსი თემები