LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რომ მიდიოდა, საქართველოს დროშაც წაიღო, ამბობდა, მე საქართველოს და უკრაინას ერთდროულად ვიცავო“ – „აზოვსტალში“ სოხუმიდან დევნილი ქართველი მებრძოლი, 27 წლის ტატო ბიგვავა დაიღუპა 

166
ტატო ბიგვავა

„აზოვსტალში“ ქართველი მებრძოლი, 27 წლის ტატო ბიგვავა დაიღუპა. ის სავარაუდოდ კასეტური ბომბის აფეთქებას ემსხვერპლა, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა, „აზოვსტალის“ თავშესაფრის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.

არსებული ინფორმაციით, ბიგვავა დაღუპვამდე ჯერ თავშესაფრიდან ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციისთვის, ჰუმანიტარული დერეფნის უსაფრთხოებას იცავდა, ამის შემდეგ კი ტერიტორიის პატრულირებისას, აფეთქება მოხდა. ტატო ბიგვავა ოჯახს ბოლოს 7 მაისს ესაუბრა.

ტატო ბიგვავა აზოვის პოლკის მეორე ასეულს ხელმძღვანელობდა. უკრაინის სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ის ბატალიონში 2014 წლიდან ირიცხებოდა და დაახლოებით ერთი თვის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა.

ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, ტატო უკ­რა­ი­ნა­ში ომის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან იბ­რძო­და და ბო­ლოს სამ­შობ­ლო­ში ხუთი წლის წინ იყო.

„8 მა­ისს გვქონ­და ბოლო კავ­ში­რი, მომ­წე­რა, ნორ­მა­ლუ­რად ვარო, მას შემ­დეგ გა­წყდა კავ­ში­რი, მე­ო­რე დღეს მაც­ნო­ბეს, რომ და­ვა­ლე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ და ის­ვე­ნებ­დნენ, ამ დროს ჩა­მო­ყა­რეს ბუნ­კე­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სამ­ტო­ნი­ა­ნი ბომ­ბე­ბი და იქ მოყ­ვა ჩემი შვი­ლი და და­ი­ღუ­პა. უკ­რა­ი­ნა­ში რომ მი­დი­ო­და, სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შაც თან წა­ი­ღო, ამ­ბობ­და, მე სა­ქარ­თვე­ლოს და უკ­რა­ი­ნას ერ­თდრო­უ­ლად ვი­ცა­ვო“, – ამ­ბობს „მთა­ვარ არხთან“ ტატო ბიგ­ვა­ვას მამა, ბად­რი ბიგ­ვა­ვა.

ბიგვავას ოჯახი სოხუმიდან დევნილია. ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან. ცხოვრობდნენ დნეპროპეტროვსკში, თუმცა ოკუპანტებმა ომის დროს, მათი სახლიც გაანადგურეს. ბიგვავას ცხედარი ამ დრომდე აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზეა და უცნობია როდის მოხერხდება იქიდან მისი გამოსვენება.

 

 

 

 

 

 

წყარო: „მთავარი არხი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები