LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ მარშუტებზე ივლიან ახალი ავტობუსები

200
GHGHG

8-მეტრიანი  “ISUZU” -ს მარკის 40 ახალი ავტობუსი ეტაპობრივად, 8 სხვადასხვა მარშუტზე გადანაწილდება. დღეიდან, 23 იანვრიდან, თბილისელებს ახალი ავტობუსები ოთხ მარშუტზე მოემსახურება, ესენია:

 

  • N17 – გადასასვლელი ხიდი – მუხიანის მე-4 მიკრო რაიონი;
  • N27 – სადგურის მოედანი – ვაშლიჯვრის დასახლება; „ღრმაღელე“;
  • N62 – სადგურის მოედანი – ზღვის უბნის დასახლება;
  • N73 – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – გლდანულა.

ხოლო შემდეგ 4 სამარშუტო ხაზზე ავტობუსები 27 იანვრიდან  გავლენ:

  • N40 – ვარკეთილის მეურნეობა – ისანი;
  • N45 – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – სოფელი გლდანი;
  • N60 – გადასასვლელი ხიდი – მეტროსადგური „ღრმაღელე“;
  • N99 – მეტროსადგური „დელისი“ – ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონი.

 

თბილისს კიდევ 40 ახალი ავტობუსი შეემატა (ვიდეო)

შეგახსენებთ, დედაქალაქის მერმა 40 ახალი ავტობუსი საზოგადოებას 21 იანვარს წარუდგინა. როგორც კახა კალაძე აცხადებს, მერია მუნიციპალური ავტოპარკის სრულ განახლებას აპირებს და ძველი “ბოგდანის” მარკის ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები