რომის პაპმა ფრანცისკემ და ასევე ყოფილმა პაპმა ბენედიქტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღეს. ინფორმაციას  Reuters-ი  ავრცელებს.

ვატიკანის წარმომადგენლობამ დღეს განაცხადა, რომ 84 წლის პაპსა და 93 წლის ბენედიქტს ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთდათ.

მედიის ცნობით, რომის პაპმა “ფაიზერისა” და “ბიოენტეკის” მიერ წარმებული ვაქცინა მიიღო, რომლის გამოყენებაზეც ნებართვა ევროკავშირის ქვეყნებში 21 დეკემბრიდან გაიცა.

გასულ კვირას, პაპმა ფრანცისკემ საზოგადოებას მოუწოდა გაეკეთებინათ ვაქცინა და ამით დაეცვათ როგორც საკუთარი, ისე გარშემომყოფების ჯანმრთელობა.

პაპმა საზოგადოებასთან შეხვედრები და აქტიური ურთიერთობა მას შემდეგ შეზღუდა, რაც გასული წლის მარტში, კორონავირუსმა იტალიის რეგიონები მოიცვა.

“ღარიბები პირველები უნდა იყვნენ, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებს” – რომი პაპი

როგორც ცნობილია, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მოკვეთილი აქვს ფილტვის ნაწილი და აქედან გამომდინარე, ვირუსით მისი დაინფიცირება უფრო მეტად საფრთხისშემცველია.

ვატიკანში მასშტაბური ვაქცინაციის პროცესი 13 იანვარს დაიწყო.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები