LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როსარიოს“ ნარინჯისფერი კაბა თუ „შანელის“ კომბინეზონი? – ქეით ბეკინსეილი და მარგო რობი წითელ ხალიჩაზე

213
margorobnews

ლოს-ანჯელესში ფილმის „თვითმკვლელთა რაზმის“ ახალი ფილმის პრემიერა გაიმართა. ეს 2016 წელს გადაღებული ფილმის სიქველია და მასში მთავარ როლს მარგო რობი და იდრის ელბა ასრულებენ. კინოპრემიერა საკმაოდ ხმაურიანი და ვარსკვლავური აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალურად ვარსკვლავებისთვის მოწყობილ წითელ ხალიჩაზე ჰოლივუდის A კლასის მსახიობები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, მთავარი გმირები მაინც მარგო რობი და კეიტ ბეკინსეილი გახდნენ. მედიაში ყველაზე დიდი რეზონანსი სწორედ მათ გამოჩენას მოჰყვა.

კეიტ ბეკინდეილი პრემიერაზე ბრწყინავდა ნარინჯისფერ, ტანზე მომდგარ კაბაში. ეს გახლავთ „როსარიოს“ ულამაზესი კაბა, რომლის ღირებულება 1510 ფუნტია. რაც ეხება მარგო რობის, მსახიობმა პრემიერისთვის „შანელის“ თეთრი ფერის კომბინეზონი შეარჩია. ეს გახლავთ ბრენდის 2020 წლის საკრუიზო კოლექცია, თეთრი ფერის ულამაზესი ანსამბლი, რომელიც ასიმეტრიული დეტალებითა და ძვირფასი ბროშებითაა გაფორმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები