LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რულოსვი: ,,ივანიშვილს მალე მოიშორებენ, მოკლავენ ან დაიკარგება, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, რუსეთი არ ხუმრობს”

500
rulovsi-13-22-53

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია – “სირცხვილია” მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გაპრემიერებას აპროტესტებენ. ადგილზე იმყოფებიან ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, მათ შორის სანდრა რულოვსი. ის ამბობს, რომ მთავრობის საკადრო ცვლილებები რუსეთის მიერ არის ნაკარნახევი და ბიძინა ივანიშვილს გახარიას გაპრემიერება არ შერჩება.

,,პირდაპირ რუსეთი ზის ჩვენი კაბინეტის თავზე და რაც რუსეთს უნდა, იმას გააკეთებს. ამბობენ, რომ ბიძინას არ შერჩება, მე ვიტყოდი, რომ ბიძინა უკვე ზედმეტია. რაც უნდოდა რუსეთს, ის მიიღო. მათი კაცი გახარიას სახით უკვე არის კაბინეტის უფროსი. შეუძლია, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს, თუნდაც რუსეთთან ანექსია, ბიძინა უკვე ზედმეტია. დამიჯერეთ, ბიძინას მალე მოიშორებენ, ის ამას ვერ ხვდება. ბიძინა ივანიშვილი ვერ ხვდება, რომ თვითონ უკვე ზედმეტია: მოწამლავენ, მოკლავენ ან დაიკარგება, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. ეს რუსეთია, ის არ ხუმრობს. რუსეთი ყველგან პოულობს თავის მტერს. უკვე რუსეთთან გვაქვს საქმე, ამიტომ ეს არის ძალიან ცუდი ნიშანი. ბიძინას ერთი პროცენტი ჯანმრთელი აზროვნება თუ მაინც აქვს დარჩენილი და უნდა, რომ საქართველოს დაეხმაროს, მაშინ გახარია არ უნდა დანიშნოს“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

როგორც სანდრა რულოვსმა განაცხადა, აქციის მონაწილეებმა მთელ მსოფლიოს უნდა გააგებინონ, რომ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა დიდი პროტესტის ფონზე ხდება.

„ნამდვილად არ უნდა დაველოდოთ კიდევ 2020 წელს. ვფიქრობ, წელს უნდა მოხდეს ცვლილება. 2020 წელს უკვე ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ, აღარ იქნება. არ ვარ პესიმისტი, ვარ ოპტიმისტი იმ მხრივ, რომ მასიურად უნდა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის კაცი დაგვისვეს სახელმწიფოს მეთაურად. რასაც ახლა ვაკეთებთ, იგივე უნდა გავაგრძელოთ. უნდა ვიდგეთ, ყველა უნდა ჩამოვიდეს და როდესაც ხალხი ერთიანია, ვერავინ მოერევა“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა

ეს პროტესტის 76-ე დღეა.

,,დღეს ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია გადაყენების ნაცვლად დააწინაურა.საკუთარი მოქალაქეების დამასახიჩრებელი მინისტრის დაწინაურება ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებაა, რითაც მან ღია ომი გამოუცხადა სამოქალაქო საზოგადოებას,,- აცხადებენ აქციის ორგანზიატორები

მათი კონკრეტული სამოქმედო გეგმა ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. კამპანია „სირცხვილიას“ ფარგლებში  აქცია იმართება ბათუმშიც. ,,სირცხვილია წადი”, „გახარია შენზე უარია“ – ამ ბანერებით,  „ნაციონალური მოძრაობის“, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები სამთავრობო ცვლილებებს აპროტესტებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები