LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსა მორჩილაძე გადატანილი მძიმე დაავადებების შესახებ ალაპარაკდა: „სამ წელიწადში ოთხი ოპერაცია გავიკეთე…“

1667
რუსა მორჩლაძე

თათია შარანგიას „სთორიში“ კომპოზიტორმა რუსა მორჩილაძემ ისაუბრა საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ და აღნიშნა:

„მძიმე სულიერი მდგომარეობა, ფიზიკური ტანჯვა, ყველაფერი გავიარე, მაგრამ ფეხზე ვდგავარ… ძალიან დიდი ხნის წინ იყო. ყველაზე ძალიან რაც მჭირდებოდა, შემექმნა პრობლემა – სმენაზე. ამ დაავადებას ჰქვია ოტოსკლეროზი. თითქმის ორივე ყურში განვითარდა, სმენის 70% დამაკლდა. ეტაპობრივად ვატყობდი ცოტ-ცოტას. ბოლოს ძალიან რომ შევწუხდი, ჩემმა მეგობარმა ძალის ძალით მომიგვარა ყველაფერი, გერმანიაში გამიშვა და ორივე ყურზე ოპერაცია მაქვს გაკეთებული, ორივე ყურში იმპლანტები მაქვს. ახლა კარგი სმენა მაქვს, მაგრამ იყო პერიოდი, რომ მანქანების ხმა არ მესმოდა ქუჩაში. ასე ზუსტად არავინ იცის, რამ განაპირობა ეს დაავადება, მაგრამ მივიჩნევ, რომ ყველა ჩემი დაავადება ჩემი ხასიათის ბრალია. ძალიან დიდი ამპლიტუდა აქვს ჩემს განცდებს…

გავიკეთე რამდენიმე ოპერაცია სამი წლის განმავლობაში, ალბათ, ოთხი. სტრესები და ჩემი ნერვიულობები აქაც მოვიდა და პაპილარული კარცინომის ოპერაციაც გავიკეთე. ახლა ცოტა ხმაზე მაქვს პრობლემა, მაგრამ ალბათ, გადავლახავ ამასაც…“

 

რუსა მორჩილაძე ჯანმრთელობაზე | სთორი

? “ყველაზე ძალიან რაც მჭირდებოდა, სმენა, შემექმნა პრობლემა”

▪ რუსა მორჩილაძე მძიმე პერიოდს იხსნებს და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გვიყვება

? https://www.instagram.com/tatisharangia7

Posted by სთორი/Story on Sunday, 24 July 2022

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები