LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსებმა იცოდნენ, რომ კრამატორსკში სადგურზე მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, ეს იყო მიზანმიმართული ხოცვა: დმიტრო კულება

139
BeFunky-collage (13)

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ კრამატორსკში მშვიდობიანი მოსახლეობა მიზანმიმართულად დახოცეს. ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა.

“რუსებმა იცოდნენ, რომ კრამატორსკში მატარებლის სადგურზე მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რომლებიც ევაკუაციას ელოდნენ. მიუხედავად ამისა, სადგურს ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, რის შედეგადაც მინიმუმ 30 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 100 კი დაშავდა. ეს იყო მიზანმიმართული ხოცვა. ჩვენ თითოეულ სამხედრო დამნაშავეს პასუხისგებაში მივცემთ”, – წერს კულება.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და ნაციონალური პოლიციის პირველადი მონაცემებით, რკინიგზის სადგურზე ოკუპანტების დაბომბვის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვია.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g