LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი არ არის ლიდერი ექსპორტში, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ მეწარმეებს, ვინც ირჩევს რუსეთის ბაზარს – ნათია თურნავა

171
turnava

საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაცია და ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება – ეკონომიკის მინისტრი ხელისუფლების ნაბიჯებზე საუბრობს. ნათია თურნავას თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

მისივე განმარტებით,  თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებმა გზა გაუხსნა ქართველ მწარმოებლებს 2,3 მილიარდ ახალ მომხმარებლამდე.

„ეს არის ის შესაძლებლობა, რაც შევუქმენით ქართულ ბიზნესს. წინა მთავრობის მსგავსად, ბიზნესს კი არ ვაკონტროლებთ და კი არ ვკარნახობთ, რომელ ქვეყანაში რა გაიტანონ, არამედ მივეცით მათ სრული შესაძლებლობა და თავისუფლება “, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი თვლის, რომ ექსპორტის კუთხით რუსეთი ლიდერი არ არის, მისი წილი საერთო ექსპორტში 13%-ია, მაგრამ მინისტრის თქმით, პატივი უნდა ვცეთ ყველა მეწარმეს და ფერმერს, ვისაც პროდუქცია რუსეთის ბაზარზე გააქვს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები