LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,რუსეთი დიპლომატიურ, პოლიტიკურ და  ეკონომიკურ კრახს განიცდის, დარჩა მხოლოდ სამხედრო მარცხი და იმედი მაქვს ამასაც მალე ვნახავთ” – ლანა ღოღობერიძე

312
size20345

მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, პირველ მარტს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემა “არტ-FM” რუსეთ-უკრაინის ომს მიეძღვნა. გადაცემას რეჟისორი ლანა ღოღობერიძე სტუმრობდა, რომელმაც საკუთარი აზრი დააფიქსირა მიმდინარე მოვლენებზე.

ლანა ღოღობერიძე:

ვფიქრობ, დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი დიპლომატიურ, პოლიტიკურ და  ეკონომიკურ კრახს განიცდის, დარჩა მხოლოდ სამხედრო მარცხი და იმედი მაქვს ამასაც მალე ვნახავთ. უკრაინამ მართლაც გაუმართლებელ, კატასტროფულ აგრესიას გაუძლო, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო გვერდით დაუდგა და დღევანდელი რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა. უამრავი ცვლილების მომსწრე ვართ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რუსეთის ვეტოს უფლების გაუქმებაა გაეროში. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან რუსეთის პრეზიდენტი ჰააგის ტრიბუნალის წინაშეც წარდგება. ამასთანავე, მოხარული ვარ, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის ყველა კარი გაიღო.

აუცილებლად აღსანიშნავია მუდმივად ნეიტრალური ქვეყნების, მათ შორის შვედეთის, ფინეთის, შვეიცარიისა და გერმანიის პოზიცია, რომელთაც საგარეო კურსი შეცვალეს, ნობელის პრემიის ლაურეატებმა ლიტერატურის დარგში კი, უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას მოაწერეს ხელი, შესაბამისად დღეს რუსეთი სრულ იზოლაციაშია. პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც იქნა გამოიკვეთა მსოფლიოს ბნელი და ნათელი მხარეები. ვფიქრობ, შეუძლებელია ნორმალურმა ადამიანებმა და ქვეყნებმა სიბნელეს დაუჭირონ მხარი.

,,მხოლოდ სიმღერით შეუძლებელია უკრაინელთა დახმარება, ვფიქრობ, ბევრად ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო” – მაია ჯაბუა და ეკა კახიანი

,,სიმღერა მივუძღვენი აფხაზეთის ომსაც და 2008 წლის მოვლენებსაც… სიმღერაში გადამაქვს ჩემი განცდა და ტკივილი, ახლაც ძალიან ვღელავ” – მაცაცო სებისკვერაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g