LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი დროებით უარს ამბობს საკუთარი ბირთვული იარაღის ინსპექტირებაზე – რა მიზეზს ასახელებს საგარეო უწყება

115
BeFunky-collage (1)

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთი სტრატეგიული ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში დაკისრებული ვალდებულების შესრულებასა და საკუთარი ბირთვული იარაღის ინსპექტირებაზე დროებით უარს ამბობს.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეერთებულ შტატებს ოფიციალურად აცნობა.

უწყების თანახმად, მიზეზი შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ რუსეთის წინააღმდეგ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვებია.

პუტინი ბირთვული ომით იმუქრება – რაში სჭირდებათ ოკუპანტებს ატომური ელექტროსადგურების დაკავება და რა უნდა ვიცოდეთ რადიაციის შესაძლო საფრთხეებზე

უკრაინაში ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს გარდა, კიდევ სამი ატომური ელექტროსადგურია - ხმელნიცკის, როვენსკისა და სამხრეთ უკრაინის, რომლებზეც საერთო ჯამში, 15 ატომური რეაქტორი მუშაობს.

ორმხრივი შეთანხმება რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული ბირთვული არსენალის შემცირების შესახებ, თითოეული მხარისთვის ბირთვული ქობინების შემცირებას ითვალისწინებს.

ინსპექტორებს ორივე მხრიდან შეეძლოთ მოენახულებინათ ობიექტები, სადაც ინახება, და რემონტდება სტრატეგიული ბირთვული იარაღი და აღჭურვილობა.

შეთანხმება 1991 წლიდან მოქმედებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები