LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი იაპონური მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის გარეშე რჩება

78
epa04082768 Japan's national flag is seen with container cranes in the background in Tokyo, Japan, 17 February 2014. The Japanese government said the economy grew at an annual rate of one percent in the October-December period, less than expected amid weak export growth.  EPA/FRANCK ROBICHON

იაპონია იმ საქონლისა და ტექნოლოგიების სიას აფართოებს, რომელთა ექსპორტიც რუსეთში იკრძალება უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო, – საკითხზე ინფორმაცია იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრომ გაავრცელა.

მათივე ცნობით, აკრძალვა უკვე დაამტკიცა ქვეყნის მთავრობამ და ძალაში 20 მაისს შევა. აღსანიშნავია, რომ იმ პროდუქციის სიაში, რომელთა ექსპორტიც რუსეთში აიკრძალა, შედის: 3D პრინტერები და კვანტური გამოთვლითი მოწყობილობა, ელექტრონული და ატომური ძალის მიკროსკოპები და ნავთობის გადამამუშავებელი კატალიზატორები.

შეგახსენებთ, უკრაინაში შეჭრის გამო იაპონიამ რუსეთს სანქციების რამდენიმე პაკეტი დაუწესა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები