LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთიდან ემიგრანტების მიერ გადმოგზავნილი თანხების წილი საქართველოს მიერ მიღებულ მთლიან გზავნილებში მცირდება

156
shutterstock-300119723

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ მაშინ, როდესაც 2020 წელს პანდემიამ საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შეამცირა, 2021 წელს იგი კვლავ გაიზარდა, თუმცა 2019 წლის დონემდე, ჯერ მაინც არ მიუღწევია ტურიზმის დაბალ დონეზე შენარჩუნების გამო.

მონაცემების მიხედვით, 2020 წელს საქართველომ რუსეთში ექსპორტით, ტურიზმით და ფულადი გზავნილებით დაახლოებით 900 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო (საქართველოს მშპ- ის 5.7%), 2021 წელს კი — 1.3 მლრდ აშშ დოლარამდე (მშპ-ის 6.7%).

კვლევის მიხედვით, 2021 წელს რუსეთიდან საქართველოში 213 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც საქართველოში შემოსული ვიზიტორების 11.3%-ია.

“2021 წლის ზაფხულიდან რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ ზრდა დაიწყო, მაგრამ პანდემიის გამო 2019 წლის მაჩვენებელს 86%-ით ჩამორჩებოდა. 2021 წელს რუსეთიდან საქართველოში 213 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც საქართველოში შემოსული ვიზიტორების 11.3%-ია;

რუსეთიდან ემიგრანტების მიერ გადმოგზავნილი თანხების წილი საქართველოს მიერ მიღებულ მთლიან გზავნილებში მცირდება, თუმცა იგი საქართველოს მოსახლეობის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ რჩება. 2021 წელს რუსეთიდან საქართველოში 411 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც საქართველოს მიერ უცხოეთიდან მიღებული ჯამური ფულადი გზავნილების 17.5% იყო. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 25%-მდე იყო”, – წერია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაში.

magti 5g