LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის ეკონომიკა რეკორდულ ვარდნას განიცდის – Bloomberg

79
India-GDP-Growth-Narendra-Modi-Government-BJP

Bloomberg რუსეთის ეკონომიკასთან დაკავშირებით საკუთარ პროგნოზს აქვეყნებს და წერს, რომ პანდემიის ფონზე, ქვეყნის ეკონომიკა 2020 წლის მეორე კვარტალში რეკორდულ ვარდნას განიცდის და ის ფაქტობრივად, ჩამოიშლება.

გავლენიანი გამოცემა საკუთარი პროგნოზის გასამყარებლად რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებსაც იშველიებს.

როგორც Bloomberg იუწყება, რუსეთში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) მიმდინარე წლის აპრილ-ივნისში 16%-ით შემცირდება, რაც 1990 წლის შემდეგ ყველაზე მძიმე კვარტალური მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ საკმაოდ მძიმე დღეში აღმოჩნდა რუსეთის ავტობაზარიც, აქ გაყიდვები წინა წელთან შედარებით 72%-ით შემცირდა. ქვეყანაში ბიზნესის აქტივობის ინდექსი PMI კი 1997 წლის მინიმუმამდე დაეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები