LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა ქვეყნიდან იძულებით 40 000 უკრაინელი გაიყვანა – უკრაინის ვიცე-პრემიერი

169
277188516_294244532825778_6648368789565750494_n

უკრაინის ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშუკის  ინფორმაციით, რუსეთმა ძალდატანებით გაიყვანა 40 ათასი ადამიანი უკრაინიდან.

მისივე განცხადებით, რუსეთს კვაზიდერეფნებით უკრაინელები გაურკვეველი მიმართულებით გაჰყავს.

ირინა ვერეშუკის თქმით, ეს მარშრუტი უკრაინულ მხარესთან არაა შეთანხმებული. როგორც უკრაინის ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, მოქალაქეები, რომლებიც კიევის ოლქიდან გაჰყავთ, სავარაუდოდ ბელარუსში გადაჰყავთ.

„არსებობს მოლოდინი, რომ ძირითადად მოქალაქეებს არ უნდათ „გადარჩენა“ აგრესორი რუსეთის ტერიტორიაზე. შესაბამისად, რუს სამხედროებს ისინი ძალდატანებით გაჰყავთ ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით ან რუსეთში“, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ქვეყანაში რუსი აგრესორების შეჭრის შემდეგ, 139 ბავშვია დაღუპული, 205-ზე მეტი კი დაშავებული.

რუსმა სამხედრომ 11 წლის გოგოს სახეში ესროლა – CNN

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g