ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ „რუსეთმა ძალიან ძლიერი იარაღის, თერმობარული ბომბების გამოყენება დაიწყო, რომელიც ფაქტობრივად, მასობრივი განადგურების იარაღს წარმოადგენს“.
მისივე განცხადებით, ფინეთი უკრაინას მძიმე იარაღით ეხმარება.
„ჩვენ უკრაინას სულ უფრო და უფრო მძიმე იარაღით ვეხმარებით, მაგრამ მეორე მხრივ, რუსეთმა ასევე დაიწყო ძალიან ძლიერი იარაღის გამოყენება, თერმობარული ბომბების, რომელიც ფაქტობრივად, მასობრივი განადგურების იარაღს წარმოადგენს“, – განაცხადა ნიინისტემ.
გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, რომ თერმობარული, იგივე ვაკუუმის ბომბები უფრო დამღუპველია, ვიდრე ჩვეულებრივი ასაფეთქებელი საშუალებები.