LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთს არ უყვარს საქართველო, მაგრამ უყვარს ქართული ოცნება, უკრაინას არ უყვარს ქართული ოცნება, მაგრამ უყვარს საქართველო, წილოსანი ქართული ოცნებაა, ამიტომ ურჩევნია რუსეთი უკრაინას: გია ხუხაშვილი

690
BeFunky-collage (10)

ექსპერტი გია ხუხაშვილი “ქართული ოცნების” დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ექსპერტის შეფასებით, წილოსანის განაცხადი ზუსტად ასახავს ხელისუფლების მხრიდან სამყაროს აღქმას.

“ქალბატონი წილოსანი აბსოლუტურად გულწრფელია და მაქსიმალურად ზუსტად ასახავს ხელისუფლების მხრიდან სამყაროს აღქმას – მათთვის მთავარია არა ქართული სახელმწიფოსადმი, არამედ პარტია ქართული ოცნებისადმი დამოკიდებულება.

რუსეთს არ უყვარს საქართველო, მაგრამ უყვარს ქართული ოცნება.

უკრაინას არ უყვარს ქართული ოცნება, მაგრამ უყვარს საქართველო.

წილოსანი ქართული ოცნებაა, ამიტომ ურჩევნია რუსეთი უკრაინას.

ყველაფერი ლოგიკურია…”, – წერს გია ხუხაშვილი ფეისბუქში.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატის ნინო წილოსანის განცხადებით, მას რუსული ოკუპაციის შემდეგ არ ახსენდება “იმაზე დიდი შეურაცხყოფა”, ვიდრე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებია.

თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას, ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა, ნამდვილად არ მახსენდება: ნინო წილოსანი

“მოჭერით და დადეთ თუ სადმე ასეთი საოცრება ვთქვი” – ნინო წილოსანი განმარტებას აკეთებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები