რუსეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი ბევრი ექსპერტის შეშფოთებას იწვევს. ვარაუდობენ, რომ ახალ შტამის შესაჩერებლად დღეს არსებულმა ვაქცინებმა შეიძლება არ იმუშაოს.

მოსკოვის ოლქის მთავარი პოლიკლინიკის წამყვანი თერაპევტი ნინო გოგიჩაიშვილი „რუსთავი 2“- ის ეთერში კორონავირუსის ახალ შტამზე საუბრობს და განმარტავს, რომ თუ დიაგნოსტირება სიმპტომების გამოვლენისთანავე, პირველივე დღეს მოხდება ტესტირება ახალ შტამს აჩვენებს, შემდეგ კი მისი აღმოჩენა ვერ ხერხდება.

ექიმის თქმით, რუსეთში დაფიქსირებული კოვიდის ახალი შტამი დელტა შტამთან შედარებით 15-ჯერ უფრო მარტივად ვრცელდება, თუმცა, ეს, ჯერჯერობით, მხოლოდ მედიკოსების ვარაუდია. არსებულ საკითხზე კვლევები ტარდება.

„არის ვარაუდი, რომ დაავადებულების დაახლოებით 10%-ს აქვთ ახალი შტამი, უბრალოდ, მისი აღმოჩენა რთულია, რადგან დაკავშირებულია აღებული მასალის დოზაზე. თუ პირველივე დღეს მოხდა მისი დათესვა, იგი აღმოჩნდება და თუ დრო გადის – ვერ პოულობენ,” – განაცხადა ნინო გოგიჩაიშვილმა.

ნინო გოგიჩაიშვილის თქმით, ახალი შტამი აცრების მიმართ რეზისტენტული არ არის, რუსეთის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, რომ პროფილაქტიკა იმავე აცრებით გააგრძელონ, რომლითაც აქამდე იტარებდნენ.

“რუსეთში აღმოჩენილ კორონავირუსის ახალ შტამზე, შესაძლოა, არც ერთმა ვანქცინამ არ იმოქმედოს” – ბუწაშვილი განმარტავს, მოაღწევს თუ არა შტამი AY.4.2 საქართველომდე

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები