LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთთან პირდაპირი ფრენები, შესაძლოა, ნოემბრიდან აღდგეს

233
Aircraft landing on runway

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ე.წ ტურისტული ემბარგო დაგვიწესა და საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა შეწყვიტა – კითხვა აღდგება, თუ არა ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლა და როდიდან, აქტუალური გახდა.

გუშინ კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ის საქართველოსთან ავიამიმოსვლას აღადგენდა, რადგან „საქართველოს მოსახლეობის უმეტესებამ გაიაზრა საქართველოს პარლამენტში მომხდარი პროვოკაციის უარყოფითი ხასიათი“.

ლავროვის ამ განცხადების შემდეგ, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა, შესაძლოა, ნოემბრიდან აღდგეს.

"მე მხარს ვუჭერდი საქართველოსთან მეგობრობას" - სერგეი ლავროვს ავიარეისების აღდგენა სურს

რუსოფობიური ისტერიის მიზეზი დარბაზში რუსული დელეგაციის გამოჩენა არ ყოფილა

რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო ფრენების განახლებას თვეზე მეტი დრო დასჭირდება. ეს ვადა კი საჭიროა პროფილური უწყებების კოორდინირებული მუშაობისათვის.

როგორც იცით, თბილისში 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა 21 ივნისს ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტის თაობაზე, რომელიც ძალაში 8 ივლისიდან შევიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები